პოლიტიკური მოტივით დევნილი კიდევ ერთი მოქალაქე, რომელიც "ქართული ოცნების" მაღალჩინიოსნის ოჯახის წევრია. "გირჩი მეტი თავისუფლება" ავრცელებს ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ცოლის ძმის შესახებ. ირკვევა, რომ ირაკლი დარჩიაშვილის მეუღლის ძმა ირაკლი ვაშაკიძე შეერთებულ შტატებში თავშესაფარს მოითხოვს და ქვეყნიდან გაქცევის მიზეზად პოლიტიკურ დევნას ასახელებს.