
"როცა ხდება კუსტარულად დენის გადაყვანა, ამის ყოველდღიური კონტროლი რთულია. ბავშვის თემით სპეკულირება დაიწყეთ", - ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ამბობს და წყნეთში მომხდარ ტრაგედიას ეხმაურება, რა დროსაც 16 წლის ბიჭი დენს დარტყმის შედეგად გარდაიცვალა.
მე რა ინფორმაციაც მაქვს, იქ დენი იყო კუსტარულად მოსახლეობის მიერ შეყვანილი. ამიტომ თქვენ გაქვთ არასწორი ინფორმაცია. გადაამოწმეთ ეს ინფორმაცია. როცა კუსტარულად ამას მოსახლეობა აკეთებს, აქ რთულია, რა თქმა უნდა, კონტროლი. ყოველდღე ხომ ვერ ჩამოივლი ყველაფერს... როცა ხდება კუსტარულად დენის გადაყვანა, ამის ყოველდღიური კონტროლი არის რთული. არ დაგასრულებინებთ ამ თემას, იმიტომ რომ ბავშვის თემით სპეკულირება დაიწყეთ. ბავშვი დაიღუპა და ამ თემაზე თქვით ტყუილი და ამაზე არ დაგამთავრებინებთ... ეს არის სირცხვილი, ეს არის ამ ტელევიზიების სახე, საზოგადოებას მივმართავ, - ამბობს კობახიძე.