დავით სერგეენკო სადეპუტატო მანდატს ტოვებს - კომიტეტი საკითხზე 14 ივლისს იმსჯელებს

გამოქვეყნდა:

პარლამენტის ვიცე-სპიკერი დავით სერგეენკო სადეპუტატო მანდატს ტოვებს. 

მისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხზე საპროცედურო საკითხთა კომიტეტი 14 ივლისს სხდომაზე იმსჯელებს. 

დავით სერგეენკოს მიერ პარლამენტის მანდატის დატოვების შესახებ ცნობები მედიაში უკვე დიდი ხანია ვრცელდება. ამის შესახებ ეჭვი მას შემდეგ გაჩნდა, რაც "ქართული ოცნების" დეპუტატმა "რუსულ კანონს"  მხარი არ დაუჭირა და მმართველი პარტიისგან განსხვავებულ პოზიცია დააფიქსირა. 

სერგეენკო ამ პერიოდის შემდეგ პარლამენტში მუშაობას ფაქტობრივად აღარ აგრძელებდა.

მარტში გავრცელდა ინფორმაცია, რომ "ოცნების" დატოვება 6 დეპუტატს სურდა. "რუსულ კანონს" მხარი არც ირაკლი კოვზანაძემ დაუჭირა, რომელმაც დეპუტატის მანდატზე უარი უკვე თქვა. ასევე ამავე პერიოდში საპარლამენტო უმრავლესობის წევრები, ვლადიმერ ჩაჩიბაია და ნინო იობაშვილი, რომლებმაც ასევე განსხვავებული პოზიცია დააფიქსირეს პრემიერმინისტრის მრჩევლებად დაინიშნნენ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი