როდესაც ოდიოზური ევროპარლამენტარები ხვდებიან მედია ზონდერს, მიანიშნებს, როგორია დამოკიდებულება მედიის თავისუფლების მიმართ - კობახიძე ნიკა გვარამიას შეხვედრებზე

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ანტიევროპულ რიტორიკას განაგრძობს და ევროპარლამენტარებს, რომლებმაც "მთავარი არხის" დამფუძნებელთან, ნიკა გვარამიასთან ევროპარლამენტში შეხვედრა გამართეს, ოდიოზურებად მოიხსენიებს.  

კობახიძის მტკიცებით, ეს შეხვედრა მიანიშნებს იმაზე, თუ როგორია ევროპარლამენტის დამოკიდებულება მედიის თავისუფლების მიმართ.

"ერთი, როდესაც კონკრეტული ევროპარლამენტარები, თავადაც ოდიოზური ევროპარლამენტარები ხვდებიან მედია ზონდერს, ეს თავის თავად მიანიშნებს იმაზე, თუ როგორია დამოკიდებულება, მათ შორის მედიის თავისუფლების მიმართ. მე შეგახსენებთ, რომ გვარამიას წარსული პირდაპირ უკავშირდება მედიის თავისუფლების უხეშად ხელყოფას. როდესაც იმედში შეიჭრა სპეცრაზმით წინა ხელისუფლება, ამის მთავარი შემფუთავი იყო ნიკა გვარამია. როდესაც ასეთ კაცს ევროპარლამენტარები ხვდებიან და მერე აჯილდოებენ კონკრეტული პრემიით, ეს დამოკიდებულებაზე რა თქმა უნდა მიანიშნებს და ასევე, ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რასაც ჩვენ ვამბობდით. სალომე ზურაბიშვილმა შეასრულა დაკვეთა და ამ დაკვეთის მთავარი მიზანი იყო საქართველოში პოლარიზაციის გაღრმავება, რაზეც იგივე ლექსმანმა კიდევ ერთხელ მიანიშნა, ეს სამწუხაროა, მაგრამ ჩვენ საერთოდ ვერაფერს დაგვაკლებს", - ამბობს ირაკლი კობახიძე.

შეგახსენებთ, რომ 10 ივლისს ნიკა გვარამია ევროპარლამენტის მოწვევით სტრასბურგში ჩავიდა. "მთავარი არხის" დამფუძნებელმა შეხვედრები ევროპარლამენტარებთან შეხვედრები 11 ივლისს დაიწყო.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი