ნიკა გვარამიას პირველი ევროპული ვიზიტი პოლიპპატიმრობის დასრულების შემდეგ. "მთავარი არხის" დამფუძნებელი სტრასბურგში იმ ევროპელი პოლიტიკოსების მიწვევით იმყოფება, რომლებმაც მისი უკანონო პატიმრობიდან გასათავისუფლებლად დიდი ძალისხმევა გასწიეს.
უკვე გაიმართა შეხვედრების ნაწილი საქართველოს მოკავშირე ყველა პოლიტიკური ჯგუფის წარმომადგენელთან. ევროპელი დეპუტატები თანხმდებიან, რომ უკანონოდ დაკავებული მედიამენეჯერის გათავისიფლება იყო წინგადადგული ნაბიჯი ქვეყნის ევროინტეგრაციის გზაზე, თუმცა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი "ოცნების" ხელისუფლების პოლიტიკური ნაბიჯების პირობებში კვლავ ბუნდოვანია.