წინასწარ დეტალების გაჟღერებისგან თავს შევიკავებ - დარახველიძე მეუფე შიოს მოწამვლის საქმის გამოძიებაზე

გამოქვეყნდა:

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე მეუფე შიოს შესაძლო მოწამვლის საქმის გამოძიებასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ როდესაც "ხელშესახები შედეგი" იქნება, საზოგადოებას შეატყობინებენ. ალექსანდრე დარახველიძის თქმით, ყველა "ფაქტობრივ" გარემოებას" გამოიძიებენ.

"ყველა ფაქტობრივ გარემოებას, რაც ამ საქმის ფარგლებში მნიშვნელოვანია, ჩვენ გამოვიძიებთ. მოგეხსენებათ, რომ ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტი იძიებს ამ საკითხს. მე წინასწარ კონკრეტული დეტალების გაჟღერებისგან თავს შევიკავებ. დაველოდოთ გამოძიებას. როცა იქნება რაიმე ხელშესახები შედეგები, ბუნებრივია, საზოგადოებას ეცოდინება ამის შესახებ იმიტომ, რომ ინტერესი ძალიან დიდია," -თქვა დარახველიძემ.

შეგახსენებთ, 5 ივლისს "მთავარმა არხმა" ინფორმაცია გაავრცელა, რომ პატრიარქის მოსაყდრე მეუფე შიო მოწამლეს და მის სისხლში დარიშხანის კვალი აღმოჩნდა.

სისხლში მომწამვლელი ნივთიერების არსებობის შესახებ ინფორმაცია 6 ივლისს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, ანდრია ჯაღმაიძემ დაადასტურა. როგორც ჯაღმაიძემ აღნიშნა, საპატრიარქო მიიჩნევს, რომ მოწამვლასთან დაკავშირებით ინფორმაციის უტყუარად დადასტურებისთვის "დამატებითი კვლევები და გამოძიებაა საჭირო".  

შსს-მ გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით დაიწყო

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი