გაცდენების ნახევარზე მეტი დაგროვდა, მეგობრული კონსულტაციები გვექნება - კობახიძე სერგეენკოზე

გამოქვეყნდა:

"როგორც ვიცი, გაცდენების ნახევარზე მეტი დაგროვდა და ამის გამო განიხილება საპროცედურო კომიტეტზე ეს საკითხი. გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის. კონსულტაციების გვექნება დავით სერგეენკოსთან, ამის საფუძველზე მივიღებთ საბოლოო გადაწყვეტილებას. დავით სერგეენკო ჩვენი მეგობარია, მეგობრული კონსულტაციები გვექნება და ამის საფუძველზე მივიღებთ გადაწყვეტილებას, რამდენად სურს პარლამენტში მუშაობის გაგრძელება. ჩვენ არ ვიცით, რა გადაწყვეტილებას მივიღებთ სექტემბერში, შევთანხმდებით დავით სერგეენკოსთან და იმის მიხედვით მივიღებთ გადაწყვეტილებას. ეს საკითხი სექტემბერში გამოვა კენჭისყრაზე"

ამბობს ირაკლი კობახიძე დავით სერგეენკოსთან დაკავშირებით, რომელიც გავრცელებული ინფორმაციით, სადეპუტატო მანდატს ტოვებს

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი