"ბოლო დემონსტრაციებმა საქართველოში გვანახეს რომ ეს ახალგაზრდა თაობა ძალიან ევროპული და მონდომებულია. მათ არ უნდათ დაბრუნება საბჭოთა კავშირში და რუსეთში და ისინი მომხრეები არიან დემოკრატიული საქართველოსი, მათ სჭირდებათ დახმარება, მაგრამ მე ვფიქრობ რომ მათ ხელშია საქართველოს მომავალი. ისინი გააკეთებენ ყველაფერს იმისთვის რომ საქართველო გახდეს ევროპის სრულფასოვანი წევრი. ევროკავშირი და საერთაშორისო საზოგადოება ეწინააღმდეგება იმას, რომ მოხდეს ესკალაცია საქართველოში ურთიერთობების, რაც მოხდა გასული არჩევნების დროს. ჩვენ ვფიქრობთ, რომ იქნება მცდელობა ზეწოლის და მოსახლეობის დაშნების. ჩვენ ვიცით ყველაფერი რაც შეიძლება გაკეთდეს, ვიცით მათი ყველა ტრიუკი იმისთვის, რომ თავის სასარგებლოდ მოირგონ არჩევნების შედეგები, მაგრამ ეს არის საკითხი, რომელიც ჩვენ შეიძლება შევისწავლოთ და დავეხმაროთ საქართველოს რომ თავიდან აირიდოს" [სინქრონული თარგმანი]
თქვა ევროპარლამენტარმა ვიოლა ფონ კრამონმა სტრასბურგში, ნიკა გვარამიასთან და ევროპარლამენტარებთან გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე.