"მთავარი არხის" დამფუძნებელმა ნიკა გვარამიამ სტრასბურგში, ევროპარლამენტის შენობაში, ევროდეპუტატებთან ერთად, ორდღიანი ვიზიტის შემაჯამებელი პრესკონფერენცია გამართა.
როგორც ნიკა გვარამიამ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ქართველ ხალხს სურს, რომ საქართველო ევროკავშირის წევრი გახდეს და მოსახლეობა ამისთვის ძალიან ბევრს მუშაობს. ის Gen Z თაობის შესახებაც საუბრობს და ამბობს, რომ საქართველოს ბედი სწორედ მათ უნდა გადაწყვიტონ:
[საქართველოში] არის დევნა პოლიტიკოსების და ვიცით, რომ საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ასევე არის ციხეში. ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ აქ განვიხილეთ, რა იქნებოდა გარღვევა ამ მიმართებაში. ჩვენ ვიცით, რომ სამოქალაქო საზოგადოებიდან არის ძალიან დიდი მოთხოვნა და საქართველოს მოსახლეობა ასევე მონდომებულია, რომ საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი. და ვიცით, რომ მოსახლეობა ძალიან ბევრს მუშაობს იმისთვის, რომ ეს ახდეს. ჩემი თვალსაზრისით, საქართველო არის ევროპა და ეს არის დასავლური ტიპის ქვეყანა და იმედი მაქვს, რომ საქართველო გახდება ევროკავშირის წევრი...
უპირველეს ყოვლისა, ქართველებმა უნდა გადაწყვიტონ, როგორ შეცვალონ თავიანთი ქვეყანა. მე ვფიქრობ, რომ ამ ახალგაზრდობის, თაობა GEN Z-ის ხელში იქნება საქართველოს მომავალი. ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ, ჩვენ უნდა შევთავაზოთ საქართველოს მოსახლეობას, ჩვენ უნდა მოვიკრიბოთ ძალები და ჩვენ თვითონ, საქართველომ უნდა გადავწყვიტოთ ჩვენი ბედი. ყველაფერი შესაძლებელია დიდი რესურსებია ქვეყანაში. მაგრამ ჩვენ ვფიქრობთ, რომ სამოქალაქო საზოგადოებამ, მედიამ და მოსახლეობამ ერთობლივად უნდა წაიყვანონ ქვეყანა ევროკავშირისკენ და უნდა გადაწყვიტონ საქართველოს ბედი იმისთვის, რომ ჩვენ აღმოვჩნდეთ იქ, სადაც ჩვენი ისტორიული ადგილია, -
განაცხადა ნიკა გვარამიამ. [სინქრონული თარგმანი]
ევროპარლამენტარი ანნა ფოტიგა კი პრესკონფერენციაზე კიდევ ერთხელ აცხდებს, რომ ნიკა გვარამიას პატიმრობა პოლიტიკური იყო. მისი თქმით, ქართველი ხალხი იმსახურებს, რომ საქართველო ევროკავშირის წევრი გახდეს. ის საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის შესახებაც საუბრობს:
დიდი მადლობა ნიკას. ძალიან გვიხარია, რომ შეგვიძლია, ნიკას მივესალმოთ ევროპარლამენტში. ჩვენ გვიხარია, რომ მისი მეუღლის შრომამაც გამოიღო შედეგი და ის ბრალდებები, რაც წაყენებული ჰქონდა, ნამდვილად იყო პოლიტიკური ხასიათის. ჩვენ ვიცით, რომ ბევრ დოკუმენტში, რომელიც მიიღო ევროპულმა პარლამენტმა, ნახსენები იყო მისი საქმე. მაგრამ, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ის გააგრძელებს თავის საქმიანობას. კარგია, რომ ის დღეს დგას ჩვენს გვერდით.
ჩვენ ვართ მეგობრები, ყველანი. ჩვენ ვართ საქართველოს და ქართველების მეგობრები. და ვფიქრობთ, რომ ევროპა არის საქართველოსთვის ნამდვილად ის ადგილი, სადაც უნდა იყოს. ჩვენ გამოვთქვამთ იმედს, რომ საქართველოს ხალხის ნება გადაგვაწყვეტინებს ამ საკითხს. ამაზე ვოცნებობთ და ეს იმედი გვაქვს საქართველოსთან მიმართებით. სამწუხაროდ, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობაც ძალიან გვადარდებს. ჩვენ ვიცით, რომ პოლონელმა ექიმებმა დღეს ის მოინახულეს და იმედი გვაქვს, ეს იქნება ერთ-ერთი მიზეზი იმისთვის, რომ გადაიყვანონ ის სამკურნალოდ სათანადო ადგილას და რამე ეშველება მის ძალიან სუსტ ჯანრმთელობას, - განაცხადა ანნა ფოტიგამ. [სინქრონული თარგმანი]
ევროპარლამენტარი მირიამ ლექსმანი საქართველოში არსებულ პოლარიზაციაზე საუბრობს და გამოთქვამს იმედს, რომ ქვეყანაში ეს ვითარება შეიცვლება. მისივე თქმით, მიმდინარე მოვლენებზე "ნიკა გვარამიას აზრი ძალიან მნიშვნელოვანია":
ჩვენ ყველანი ვართ საქართველოს მეგობრები და გვიხარია, რომ ნიკა დღეს ჩვენს გვერდითაა. ჩვენ გვინდა საქართველოს დავეხმაროთ, გახდეს ევროკავშირის წევრი და სრულყოფილი წევრი ევროპული ქვეყნების ოჯახისა. მეორეს მხრივ კი, დღეს საქართველოში არის ძალიან ღრმა პოლარიზაცია და ჩვენ ვფიქრობთ, რომ სიტუაცია საქართველოში უნდა შეიცვალოს.
ვიცით, რომ ჟურნალისტებს თავს ესხმიან ფიზიკურად და ვიცით, რომ მთავრობა ახდენს ქვეყნის პოლარიზაციას. ეს ყველაფერი არაა ჯანსაღი. ჩვენ ევროკავშირში არაერთხელ ვთხოვეთ საქართველოს მთავრობას რომ ქვეყანამ შეასრულოს თავისი ვალდებულებები, საქართველოს ხალხი თავის მომავალს უკავშირებს ევროკავშირს. ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ საქართველო მიიღოს კანდიდატის სტატუსი და ჩვენ ვხედავთ, რომ ნიკა არის გარეთ, მისი აზრი ძალიან მნიშვნელოვანია. მე დავასრულებ იმით, რომ იმედი გვაქვს, რომ მიხეილ სააკაშვილს გაუშვებენ სამკურნალოდ და მის ჯანმრთელობას მოევლება და ის დაძლევს იმ სენს, რომელიც დაემართა პატიმრობაში, - განაცხადა
მირიამ ლექსმანმა. [სინქრონული თარგმანი]
ევროპარლამენტარ ვიოლა ფონ კრამონის თქმით კი საქართველოს მმართველი გუნდის მხრიდან ევროპარლამენტარებზე თავდასხმები და მტრული დამოკიდებულება სამწუხაროა. კრამონი ამბობს, რომ ისინი საქართველოს მეგობრები არიან და ნიკა გვარამიას გათავისუფლებისთვისაც ბევრი იბრძოლეს.
ძალიან გვიხარია დღეს რომ ჩვენთან ერთადაა ბატონი ნიკა გვარამია, ჩვენ ნამდვილად ბევრი ვიბრძოლეთ ამისთვის. ჩვენ ვართ საქართველოს მეგობრები და გავაგრძელებთ საქართველოს მხარდაჭერას იმისთვის, რომ დაიძლიოს პოლარიზაცია. ჩვენ ნამდვილად გვინდა რომ რეკომენდაციები რომელიც ევროკავშირმა გასცა შესრულდეს და საქართველოს საზოგადოებამ და ხალხმა განახორციელოს დეოლიგარქიზაცია, რეფორმები და შეასრულეს ეს 12 მოთხოვნა. აქ ლაპარაკი არ არის ერთი ან მეორე პარტიის მხარდაჭერაზე, ესაა მთავრობის გასაკეთებელი ერთობლივად სამოქალაქო სექტორთან და მოსახლეობასთან ერთად. ჩვენ ვხედავთ, რომ ახალგაზრდა თაობა საქართველოში ამბიციური, ევროპული ტიპის თაობაა, რომლებმაც ძალიან მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს და დარწმუნებული ვარ, რომ მათ სურთ ევროპული მომავალი. მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს თაობა მოიტანს ცვლილებას.
ძალიან ვწუხვარ, რომ ასეთი მტრული დამოკიდებულებაა ევროპარლამენტარების მიმართ. საქართველოს ხალხს გვერდით ვუდგავართ მიზნების მიღწევაში, მე ვაპირებ, რომ გავაგრძელო საქართველოსთვის ბრძოლა და იმისთვის ბრძოლა რომ საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი, ასევე რომ გადაწყდეს მიხეილ სააკაშვილის საკითხი. ჩვენ ვნახეთ რამდენი რეზოლუცია გასცა ევროპარლამენტმა ამასთან დაკავშირებით და ამ რეზოლუციებს მხარი დაუჭირა უმრავლესობამ და იმედია, რომ ეს რეზოლუციები განხორციელდება და მთავრობა მიიღებს მხედველობაში, - განცხადა კრამონმა. [სინქრონული თარგმანი]
ევროპარლამენტარი პეტრას აუსტრევიჩუსი კი მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით საუბრობს და მასთან, კლინიკა "ვივა მედში" პოლონელი ექიმების შეშვებას ეხმაურება:
ძალიან კარგია რომ დღეს შეუშვეს ექიმები მიხეილ სააკაშვილთან და იმედია რომ გამოიძებნება გამოსავალი იმისთვის, რომ მიხეილ სააკაშვილი ასეთ მდგომარეობაში არ იყოს, ეშველოს და მის ჯანმრთელობას მოუარონ. ეს არის ჰუმანური მიდგომა, ეს არის საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი და ჩვენ ვთლით, რომ მისი საკითხი უნდა იყოს გადაწყვეტილი, - განაცხადა აუსტრევიჩუსმა. [სინქრონული თარგმანი]
შეგახსენებთ, რომ სტრასბურგში, ევროპარლამენტში ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში ნიკა გვარამია ევროდეპუტატებს შეხვდა. საუბრის მთავარი თემა საქართველოში არსებული მედიაგარემო, პოლიტიური დევნა და ის პროპაგანდა იყო, რომელსაც "ოცნების" ხელისუფლება თავისუფალი მედიისა და განსხვავებული აზრის მქონე ადამიანების წინააღმდეგ იყენებს.