"გამოდით თქვენი იდეებით, სიმამაცით, სიძლიერით, დასავლელობით... ადექით და იბრძოლეთ თქვენი სამშობლოს მომავლისთვის", - ამის შესახებ "მთავარი არხის" დამფუძნებელმა ნიკა გვარამიამ ქართველ ახალგაზრდებს ევროპარლამენტარებთან ერთად ჩატარებული პრესკონფერენციიდან მიმართა.
"მინდა მივმართო ახალ თაობას. ახალი თაობა არის არა მხოლოდ Gen-Z თაობა, არამედ 25, 30 და მეტი წლის ადამიანები, რომლებიც საბჭოთა კავშირში კი არ დაბადებულან, როგორც მე, არამედ თავისუფალ საქართველოში. ასე რომ, გამოდით თქვენი იდეებით, თქვენი სიმამაცით, თქვენი სიძლიერით, თქვენი დასავლელობით. ადექით და იბრძოლეთ თქვენი ქვეყნისთვის, თქვენი ქვეყნის დასავლური მომავლისთვის, თქვენი პირადი მომავლისთვის, თქვენი მშობლების მომავლისთვის, თქვენი შვილების მომავლისთვის, თქვენი სამშობლოს მომავლისთვის. შენ სჭირდები შენს სამშობლოს. ყველაფერი შესაძლებელია, უკვე ჩამოყალიბებულ პოლიტიკურ პარტიებში არის უზარმაზარი რესურსი, მაგრამ კიდევ უფრო მეტი რესურსია თქვენს ხელში, სამოქალაქო საზოგადოებაში, ამ ახალ თაობაში. პოლიტიკას სჭირდები, შენს ქვეყანას სჭირდები. შენს გარეშე ყველაფერი შეუძლებელია. თქვენთან ერთად ცვლილებები ძალიან, ძალიან შესაძლებელია. შეგიძლია იყო ძალიან ეფექტური, შეგიძლია შეცვალო!", - განაცხადა ნიკა გვარამიამ.