ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს ბრიფინგზე აზერბაიჯანელმა ჟურნალისტმა პრესსპიკერს ჰკითხა, რატომ არ იყო მიწვეული ნატოს ვილნიუსის სამიტზე საქართველოს პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი. მან აღნიშნა გავრცელებული ინფორმაცია, რომ არ მიწვევა უკრაინის ომის გამო ნატოს კრიტიკას უკავშირდება.
ჟურნალისტი დამოუკიდებელი აზერბაიჯანული გამოცემა "ტურანისთვის" მუშაობს. პრესსპიკერმა, მეთიუ მილერმა განაცხადა, რომ მსგავს კითხვას პასუხს ვერ გასცემს. მისი თქმით, აშშ აგრძელებს საქართველოს ნატოსკენ სწრაფვის მხარდაჭერას.
"რატომ არ იყო მიწვეული საქართველოს პრემიერმინისტრი ნატოს სამიტზე, ამაზე პასუხს ვერ გაგცემთ. საქართველო არის "ნატო-ს გაძლიერებული შესაძლებლობების" მტკიცე პარტნიორი. ეს არის ნატო-ს უახლოესი პარტნიორებისთვის განკუთვნილი კატეგორია. და შეერთებული შტატების სახელით ჩვენ ვაგრძელებთ საქართველოს ნატოსკენ სწრაფვის მხარდაჭერას", - თქვა მილერმა.
იხილეთ ამავე თემაზე: