უკრაინელი გენერალი ადასტურებს, რომ აშშ-სგან კასეტური საბრძოლო მასალა მიიღეს - CNN

გამოქვეყნდა:

უკრაინელი გენერალი ოლექსანდრ ტარნავსკი CNN-თან ადასტურებს, რომ უკრაინამ აშშ-სგან კასეტური საბრძოლო მასალა მიიღო. 

მისივე ცნობით, უკრაინულ მხარეს კასეტური იარაღი ჯერ არ გამოუყენებია.

"ჩვენ სულ ახლახან მივიღეთ ისინი, ჯერ არ გამოგვიყენებია, თუმცა რადიკალურად შევცვლით ბრძოლის ველს.

მტერს ასევე ესმის, რომ ამ საბრძოლო მასალის მიებით, ჩვენ უპირატესობა გვექნება. მტერი დათმობს ყველა ტერიტორიას, სადაც ამ იარაღის გამოყენება იქნება შესაძლებელი", - თქვა ტარნავსკიმ CNN-თან.

მისივე თქმით, უკრაინას მკაცრად აქვს შეზღუდული ის ტერიტორიები, სადაც ამ იარაღს გამოიყენებენ. როგორც გენერალი განმარტავს, კასეტური საბრძოლო მასალის გამოყენება არ მოხდება არცერთ მჭიდროდ დასახლებულ ტერიტორიაზე, მათ შორის არც რუსეთის მიერ კონტროლირებად რეგიონებზე.

შეგახსენებთ, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უკრაინისთვის კასეტური საბრძოლო მასალის გადაცემის შესახებ ინფორმაცია 7 ივლისს დაადასტურა. გადაწყვეტილებას ნეგატიური შეფასება მოჰყვა რუსეთისგან. როგორც რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ განაცხადა, რუსეთი იძულებული იქნება კასეტური იარაღი გამოიყენოს, თუ ამას უკრაინა გააკეთებს. 

თავად ამერიკული მხარის განცხადებით, რუსეთი კასეტურ იარაღს აქამდეც იყენებდა უკრაინაში.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი