რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ცნობით, სერგეი დენისენკომ, რომელიც კრასნოდარის წყალქვეშა ნავის ყოფილი მეთაურის სტანისლავ რჟიცკის მკვლელობაში იყო ეჭვმიტანილი, დაკითხვაზე დანაშაული აღიარა. მოტივი ჯერჯერობით უცნობია. ის დანაშაულიდან მეორე დღეს დააკავეს.
შეგახსენებთ, კრასნოდარში ყოფილი მეზღვაური 10 ივლისს მოკლეს. უკრაინული მედიის ცნობით, სტანისლავ რჟიცკი, ერთ-ერთი იმ წყალქვეშა ნავის კაპიტანი იყო, საიდანაც 2022 წლის 14 ივლისს უკრაინული ქალაქი ვინიცა დაბომბეს. შედეგად 27 ადამიანი დაიღუპა.
რჟიცკი სიკვდილამდე სამობილიზაციო სამუშაოების საქალაქო განყოფილების უფროსის მოადგილედ მუშაობდა.