ესაა შემთხვევა, როცა კორონავირსუმა დაგვანახა, რომ არსად წასულა - იმნაძე სვანეთზე

გამოქვეყნდა:

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ მოსახლოება სკიდევე ერთხელ მოუწოდა, რომ მაქსიმალურად დაიცვან წესები და ახსოვდეთ, რომ კორონავირუსი არსად წასულა. ამ თემაზე მან მთავრობის საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ ისაუბრა.

სამწუხაროდ მოხდა ის, რასაც ჩვენ უკვე დიდი ხანია ვამბობ და მოვუწოდებთ მოსახლეობას, ნუ დაგვავიწყდება, რომ კორონავირუსი არის არს ჩვენ გვერდით. შედეგი სახეზე გვაქვს. საკმაოდ მნიშვნელოვანი შემთხვევები გვაქვს. ასე რომ, ეს არის ის შემთხვევა, როცა კორონამ თვალნათლივ დაგვანახა, რომ ის არსად არ არის წასული და თუ ყველა წესს, ყველანი არ დავემორჩილებით შემდეგ იძულებულები გავხდებით შემზღუდავი ღონისძიებები განვახორციელოთ, - თქვა პაატა იმნაძემ.

იმნაძის განმარტებით, მესტიაში მომუშავე 5 ჯგუფის გარდა ადგილზე უახლოესი დღეების განმავლობაში დამატებითი ჯგუფები ჩავლენ, რომელებიც საკარანტინო ზონებში PCR ტესტირებას ჩაატარებენ.

მთავრობის გადაწყვეტილებით, მესტიაში, უშგულსა და ლენჯერში კარანტინი დღეს, 10 აგვისტოს გამოცხადდა. ამის შესახებ გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ, საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გახდა ცნობილი.

შეგახსენებთ, რომ დღეს, 10 აგვისტოს საქართველოში კორონავირუსის 25 ახალი შემთხვევა დადასტურდა. მათგან 17 ერთ ადამიანთან კონტაქტია და ისინი მესტიდან არიან. 

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას თქმით, დადასტურებული შემთხვევებიდან 1 სოფელ გაჩიანიდანაა, 1 სამედიცინო პერსონალია, 5 იმპორტირებული შემთხვევაა, 1 პაციენტი აფხაზეთიდანაა გადმოყვანილია, ხოლო კიდევ 1 კონტაქტების მოძიება ამჟამად მიმდინარეობს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი