
კახა კალაძე ძალადობას გმობს და ემიჯნება, თუმცა ამბობს, რომ "მეორე მხრიდანაც" ხშირია მისი წახალისება. კალაძე აშშ-ის ელჩის განცხადებაზე, რომ მან შსს-სგან პრაიდის უსაფრთხოდ ჩატარებაზე დაპირება მიიღო, ამბობს, რომ არ აქვს ინფორმაცია რა მოლაპარაკებები შედგა დიპლომატსა და სამართალდამცავ უწყებას შორის:
"როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ძალადობაზე, არ უნდა ხდებოდეს მეორე მხრიდან ძალადობის წახალისება. მე მხედველობაში მაქვს ის აქციები, როდესაც ხდებოდა პოლიციელების მისამართით მოლოტოვის კოქტეილების სროლა, დაწვის მცდელობა, ძალიან მძიმე იყო ფაქტები, როდესაც ვხედავდით ქალაქის განადგურებას კონკრეტული ავტომობილების დაწვას და ა.შ. რა თქმა უნდა ყველანაირი ძალადობა არის მიუღებელი ფიზიკურიც და ფსიქოლოგიურიც, რასაც ძალიან ხშირად ვაწყდებით თუნდაც სოციალურ ქსელში კონკრეტული ტელევიზიების საშუალებით, სადაც მიმდინარეობს განსხვავებული აზრის მქონე ადამიანების დაბულინგება." ამბობს კალაძე
იხილეთ: