ეს ჰგავს მცდელობას, პოპულარიზაცია მოუტანოს საკუთარ პიროვნებას - ვოლსკი მკოიანზე

გამოქვეყნდა:

გამოძიების იმედი უკვე თავად "ქართული ოცნების" წევრებსაც აღარ აქვთ - ვინ და რატომ ემუქრება ენზელ მკოიანს, დეპუტატს, რომელიც "ოცნება" 2020 წლის საარჩევნო სიაში არ შეიყვანა და რას უკავშირებს ოპოზიცია მის მიმართ განხორციელებულ შანტაჟს წინასაარჩევნოდ. 

ოპოზიცის წარმომადგენელთა თქმით, თუ მკოიანის მხრიდან მუქარა და ფულის გამოძალვის მცდელობა მართლაც იყო, გენერალურმა ინსპექციამ ეს ფაქტი აუცილებლად უნდა გამოიძიოს. მათი თქმით, რახან "ოცნების" წარმომადგენელი დაცვისთვის დიპლომატიურ კორპუსს მიმართავს, ეს ნიშნავს, რომ მას დღევანდელი საგამოძიებო ორგანოების იმედი არ აქვს. 

ეს არის სწორედ დასტური იმისა, თუ რამდენად მძიმე კრიმინოგენული ვითარებაა ქვეყანაში, რა დონის განუკითხაობაა. მკოიანის მსხვერპლად გამოყვანა მე ცოტა არ იყოს, მართებულად არ მესახება. ადამიანები, ვინც ჩართული არიან ხელისუფლების მხრიდან ორგანიზებულ დანაშაულში და გადახლართული არიან "ოცნებასთან" და გავლენებს გადანაწილებით არიან დაკავებულები, სწორედ ეს ადამიანები აკეთებენ ყველაფერს, რომ ეს განუკითხაობა იყოს ისეთი, როგორც მთავრობას აწყობს არჩევნების წინ, - თქვა "ნაციონალური მოძრაობის წევრმა ხატია დეკანოიძემ. 

"ევროპული საქართველოს" წარმომადგენელი ირმა ნადირაშვილი მიიჩნევს, რომ მკოიანს შეუძლია საკუთარ გუნდს, რომელიც პროკურატურას თავიდან ბოლომდე აკონტროლებს და პოლიტიკურ იარაღად იყენებს, მიმართოს და გამოძიება მოითხოვოს. 

ადამიანი იძახის, რომ დამირეკეს, მაშანტაჟებდნენ, მემუქრებოდნენ. როდესაც ადამიანი ამას იძახის, ეს აუცილებლად უნდა გამოიძიონ. არ ენდობა პროკურატურას, იმიტომ, რომ თვითონ როდესაც იგივეს აკეთებდა, იარაღით ადამიანს ემუქრებოდა, არ დაიჭირეს, შეიძლება ფიქრობს, რომ ახლა ისიც არ დაიჭრონ, ვინც ახლა მას ემუქრება, - თქვა ნადირაშვილმა. 

"ქართული ოცნების" წევრის და დიდუბე-ჩუღურეთის მაჟორიტარობის კანდიდატი გია ვოლსკი ამბობს, რომ მკოიანის სახელით მისი უფლებდამცველის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. 

არ არის საჭირო მკოიანის მიერ ასეთი არასწორი ინფორმაციის გავრცელება. არის გადაწყვეტილება პოლიტიკური მიღებული, ეს არა მის პიროვნებას უკავშირდება, არამედ არის საუკეთესო ინტერესები ახალქალაქის და ნინოწმინდის მოსახლეობას გააჩნია, ეს მცდელობას ჰგავს, პოპულარიზაცია მოუტანოს თავის პიროვნებას, - ამბობს ვოლსკი. 

მისი თქმით, მკოიანის შესახებ გავრცელებული ეს ამბავი მხოლოდ მის პოპულარიზაციას ემსახურება.       

მთავარი 08:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი