"ქართულმა ოცნებამ" დმანისის მერი კონკურენტის მხარდაჭერის გამო პარტიიდან გარიცხა

გამოქვეყნდა:

"ქართულმა ოცნებამ" დმანისის მერი, გიორგი ტატუაშვილი პარტიიდან გარიცხა. გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ პარტიის სამდივნომ მიიღო.

დმანისის რაოინული ორგანიზაციის თავმჯდომარე, გიორგი ტატუაშვილი, რომელიც ამავე დროს იკავებს დმანისის მერის თანამდებობას, პარტიის რიგებიდან იქნა გარიცხული. გარიცხვის მიზეზი გახდა პარტიული დისციპლინის უხეში დარღვევა, რაც  გამოიხატა მის მიერ ქართული ოცნების კონკურენტი კანდიდატის საარჩევნო კამპანიის მხარდაჭერაში, - წერია პარტიის განცხადებაში.

ცოტა ხნის წინ, ტატუაშვილმა საკუთარ ფეისბუქზე კახა ოქრიაშვილის პოსტი გააზიარა, რომელმაც დღეს, 10 აგვისტოს ბიზნესმენ ძმებ ჩოჩელებთან ერთად ახალი პოლიტიკური პარტია შექმნა. ცეზარ და ლაშა ჩოეჩელებთან ერთად შემქნილ პარტიას "პროგრესი და თავისუფლება" ერქმევა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი