კახა ოქრიაშვილმა ცეზარ და ლაშა ჩოჩელებთან ერთად პარტია დააფუძნა

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნების" მოქმედმა მაჟორიტარმა დეპუტატმა, კახა ოქრიაშვილმა ბიზნესმენ ძმებ, ცეზარ და ლაშა ჩოჩელებთან ერთად პარტია დააფუძნა. ამის შესახებ ინფორმაცია მან საკუთარ Facebook გვერდზე გაავრცელა.

პოლიტიკურ სივრცეში ახალი პარტია - "პროგრესი და თავისუფლება" შეიქმნა. პარტია ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ უკვე დარეგისტრირდა საარჩევნო სუბიექტად, - წერია პოსტში.

კახა ოქრიაშვილი ერთ-ერთია იმ მაჟორიტარ დეპუტატებს შორის, რომლებიც საკონსტიტუცი ცვლილებებს მხარს არ უჭერდნენ. ის 2020 წლის არჩევნებში პარტიის მაჟორიტარობის სიაში ვერ მოხვდა.

20 ივლისს  "ქართულმა ოცნებამ" მაჟორიტარობის კანდიდატების სია წარადგინა. პრეზენტაცია კოჯორში გაიმართა და მას რამდენიმეთვიანი პაუზის შემდეგ პირველად, ბიძინა ივანიშვილიც დაესწრო.

ქართული ოცნების თბილისის მაჟორიტარები ნახეთ აქ.

ქართული ოცნების მაჟორიტარები რეგიონებში ნახეთ აქ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი