საქართველოში 2023 წლის პირველი სამ თვეში ქალთა მიმართ ძალადობის 207 შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკიდან ვიგებთ, რომელიც 2023 წლის პირველი იანვრიდან - 31 მარტამდე პერიოდს მოიცავს. 

როგორც შსს-ს მონაცემებიდან ირკვევა, ქალების მიმართ ყველაზე ხშირად ფსიქოლოგიური სახის ძალადობას ჰქონდა ადგილი. საანგარიშო პერიოდში მთელი საქართველოს მასშტაბით 168 ფსიქოლოგიური ძალადობა დაფიქსირდა, მათგან ყველაზე მეტი - 106 შემთხვევა თბილისში მოხდა, 16 შემთხვევა აჭარაში, 13 იმერეთში, კიდევ 13 ქვემო ქართლში, 7 სამეგრელო-ზემო სვანეთში, 6 კახეთში, 4 შიდა ქართლში, 2 სამცხე-ჯავახეთში, 1 მცხეთა მთიანეთში.

ამავე პერიოდში ფიზიკური ძალადობის 37 შემთხვევა დაფიქსირდა, მათგან ყველაზე მეტი - 17 კვლავ თბილისზე მოდის. ფიზიკური ძალადობის 4 შემთხვევა აღირიცხა აჭარაში, 3 აღირიცხა იმერეთში, კიდევ 3 სამეგრელო-ზემო სვანეთში, 3 ქვემო ქართლში და 2 სამცხე-ჯავახეთის რეგიონში. 

2023 წლის პირველ სამ თვეში სექსუალური ხასიათის ძალადობის 4 შემთხვევა დაფიქსირდა, მათგან 2 - თბილისში აღირიცხა, 1 მოხდა აჭარაში და კიდევ ერთი აღირიცხა იმერეთის რეგიონში

ამავე პერიოდში საქართველოს მასშტაბით იძულების 3 შემთხვევა დაფიქსირდა, 2 შემთხვევა აღირიცხა აჭარაში, 1 კი თბილისში.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი