მიხეილ სააკაშვილი არის თავისუფლების სიმბოლო და თუ მას რაიმე დაემართება, ეს ჩვენი ბრალეულობაც იქნება - ტიმოშენკო

გამოქვეყნდა:

ეს არ არის მხოლოდ პოლიტიკური შურისძიება, ეს არის იმ სასტიკი ომის ნაწილი, რომელსაც რუსეთი ახლა უკრაინაში ახორციელებს - ასე აფასებს იულია ტიმოშენკო, უკრაინის ყოფილი პრემიერმინისტრი და  პარტია „ბატკივშინას“ ლიდერი, საქართველოს მესამე პრეზიდენტის პატიმრობას.

ტიმოშენკო დღეს რადაში სიტყვით გამოვიდა და მხარი დაუჭირა რეზოლუციას, რომელიც უკრაინელმა დეპუტატებმა მიიღეს:

"ძვირფასო მეგობრებო დღეს ჩვენ გვაქვს ვალდებულება გავაკეთოთ ყველაფერი ჩვენი ქვეყნის მოქალაქისა და საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის გადასარჩენად. ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ყველა შესაძლებლობა და უნდა მივმართოთ ყველა ჩვენს პარტნიორს და მეგობარს.  ეს არ არის მხოლოდ პოლიტიკური შურისძიება, ეს არის იმ სასტიკი ომის ნაწილი, რომელსაც რუსეთი ახლა უკრაინაში ახორციელებს. არ უნდა დაგვავიწყდეს რომ მიხეილ  სააკაშვილის არის თავისუფლების სიმბოლო და თუ მას რაიმე დაემართება უნდა გვახსოვდეს რომ ეს ჩვენი ბრალეულობაც იქნება". აღნიშნა ტიმოშენკომ.

მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით უკრაინის რადამ სპეციალური რეზოლუცია მიიღო, რომლითაც პარლამენტი საქართველოს პრეზიდენტს და  ევროკავშირის წევრი ქვეყნების პარლამენტებს ჰუმანიტარული აქტის განხორციელებისა და საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილის შეწყალების თხოვნით მიმართავს.

დოკუმენტში განმარტებულია, რომ მისი მიღება გამოწვეულია მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის კრიტიკული მდგომარეობით და მისი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის შენარჩუნების აუცილებლობით. 

გარდა ამისა, რადა მოუწოდებს ევროკავშირის წევრი ქვეყნების პარლამენტებს, მიიღონ შესაბამისი გადაწყვეტილებები და რეზოლუციები საქართველოს პრეზიდენტის მიერ სააკაშვილის შეწყალების აუცილებლობის შესახებ.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი