უკრაინის რადაში კენჭი ეყარა მიმართვის პროექტს, რომელიც პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ავალდებულებს, მიმართოს საქართველოს პრეზიდენტს, რათა მან მიხეილ სააკაშვილი შეიწყალოს.
დეპუტატის იაროსლავ ჟელეზნიაკის განცხადებით, დადგენილების პროექტს 285-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.
ინიციატივა გულისხმობს მიმართვას საქართველოს პრეზიდენტისადმი, ასევე ევროკავშირის წევრი ქვეყნების პარლამენტებისადმი, ევროპარლამენტისადმი, გაეროს, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის, ნატოს საპარლამენტო ასამბლეისადმი, ასევე BSEC-ისა და სუამ-ის საპარლამენტო ასამბლეებს.
განმარტებით ბარათში აღნიშნულია, რომ საკანონმდებლო ინიციატივის მიზანია სალომე ზურაბიშვილმა შეიწყალოს უკრაინის მოქალაქე და საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ჰუმანიტარული მიზნით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით.
ასევე მოუწოდებს სალომე ზურაბიშვილს რადას ადამიანის უფლებათა კომისარს დმიტრო ლუბინეცს სააკაშვილთან დაშვების საშუალება ჰქონდეს.