კიევ - პეჩორის ლავრის რუსული ეკლესიის მღვდელმთავარი, "პაშა მერსედსი" კიევის სასამართლომ დააპატიმრა

გამოქვეყნდა:

კიევ - პეჩორის ლავრის რუსული ეკლესიის მღვდელმთავარს, პავლო ლებედს, იგივე პაშა "მერსედესს"კიევის სასამართლომ აღკვეთის ღონისძიება შინაპატიმრობა, დაპატიმრებით შეუცვალა. სასამართლომ ლებედს პატიმრობის ალტერნატივად, 33 მილიონ 300 ათასი გრივნის ოდენობის გირაოს გადახდა დააკისრა.

თავად სასულიერო პირი თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს და ამბობს, რომ სასამართლომ გადაწყვეტილება ზეწოლის შედეგად მიიღო და გაასაჩივრებს. ლებედი ამტკცებს, რომ არ აქვს ფული, შეფარდებული გირაოს გადასახდელად.

პაშა მერსედესს" ბრალი აპრილის დასაწყისში, რელიგიური მტრობის გაღვივებისა და აგრესორი ქვეყნის პროპაგანდის მხარდაჭერისთვის წაუყენეს. 30 ივნისს კიევის სასამართლომ მას 31 აგვისტომდე შინაპატიმრობა შეუფარდა, თუმცა მედიის ცნობით, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა ლებედის უკანონო საქმიანობის ახალი ფაქტები გამოავლინა.

იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი