ჩვენ გასულ კვირასაც გიყვებოდით იმ პროცესებზე, რაც კიევ-პეჩორის ლავრის გარშემო ვითარდება, თუმცა პროცესი ბოლო დღეების განმავლობაში კიდევ უფრო დაჩქარდა. საქმე იმაშია, რომ ლავრა იჯარით ჰქონდათ გადაცემული მოსკოვს დაქვემდებარებულ სასულიერო პირებს. ახლა კი უკრაინის ავტოკფალურ ეკლესიას უნდა გადაეცეს.
რუსული პროპაგანდის მიუხედევად, იქიდან არავინ აძევებს სასულიერო პირებს და არც ღვთისმსახურებას უშლის. თუმცა რუსეთის პატრიარქს დაქვემდებარებული სასულიერო პირების არათუ პროცესს წინააღმდგეობას უწევენ, აქეთ ავრცელებენ რუსულ პროპაგანდას - მათ შორის ომთან დაკავშირებითაც.
სწორედ ამ ანტიუკრაინული საქმიანობის გამო იგივე ლავრის ერთ-ერთ წამყვან სასულიერო პირს, რომელსაც მრევლი პაშა მერსედესის მეტსახელით იცნობდა ფუფუნებისადმი მომემტებული სიყვარული გამო, ახლა შინაპატიმრობა შეეფარდა.