გამკაცრებული რეგულაციები მესტიაში - გადაადგილება ადგილობრივ მოსახლეობასაც შეეზღუდა

გამოქვეყნდა:

ბოლო რამდენიმე საათია  მესტიაში შემსვლელებს პრობლემა შეექმნათ და მანქანების კოლონა ერთ ადგილას არის გაჩერებული.

გადაადგილების უფლებას მხოლოდ იმ ადამიანებს აძლევენ ვინც მესტიის მუნიციპალიტეტში ცხოვრობს.
იმ ადამიანებს, რომლებსაც მესტიის დატოვება სურთ სავალდებულო  საკარანტინო რეჟიმში მოუწევთ გადასვლა.

გადაადგილების პრობლემა შეექმნათ ადგილობრივებსაც.
ერთ ერთი ადგილობრივის ინფორმაციით, ის სოფლიდან დაბა მესტიაში წამლების საყიდლად ავიდა, თუმცა უკან დაბრუნების პრობლემები შეექმნა.
ასევე, ეპიდ ვითარებიდან გამომდინარე რამდენიმე სოფელში შეზღუდულია გადაადგილება.

შეგახსენებთ, რომ მთავრობის გადაწყვეტილებით, მესტიაში, უშგულსა და ლენჯერში კარანტინი დღეს, 10 აგვისტოს გამოცხადდა. ამის შესახებ გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ, საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გახდა ცნობილი.

შეგახსენებთ, რომ დღეს, 10 აგვისტოს საქართველოში კორონავირუსის 25 ახალი შემთხვევა დადასტურდა. მათგან 17 ერთ ადამიანთან კონტაქტია და ისინი მესტიდან არიან. 

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას თქმით, დადასტურებული შემთხვევებიდან 1 სოფელ გაჩიანიდანაა, 1 სამედიცინო პერსონალია, 5 იმპორტირებული შემთხვევაა, 1 პაციენტი აფხაზეთიდანაა გადმოყვანილია, ხოლო კიდევ 1 კონტაქტების მოძიება ამჟამად მიმდინარეობს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი