იმედია, ზურაბიშვილი ბოლომდე არ გაინადგურებს რეპუტაციას და არ გააღრმავებს ნაპრალს - კობახიძე მიხეილ სააკაშვილის შეწყალებაზე

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე რადას რეზოლუციას ეხმაურება, რომლითაც უკრაინა სალომე ზურაბიშვლს მიხეილ სააკაშვილის შეწყალებისკენ მოუწოდებს.

კობახიძე ამბობს, რომ იმ შემთხვევაში, თუ ზურაბიშვილი სააკაშვილს შეიწყალებს, კიდევ უფრო გააღრმავებს "იმ ნაპრალს, რომელიც მასსა და საზოგადოებას შორისაა".

"მე იმედი მაქვს, რომ სალომე ზურაბიშვილი ბოლომდე არ გაინადგურებს საკუთარ რეპუტაციას, ისედაც იცით, რომ საზოგადოებაში არის ისეთი დამოკიდებულება, არ მინდა რაღაც კონკრეტული სიტყვა გამოვიყენო, არც ისე სახარბიელო დამოკიდებულება სალომე  ზურაბიშვილის მიმართ. რეალურად, გვარამიას შეწყალებით სალომე ზურაბიშვილი წავიდა იმ ამომრჩევლის წინააღმდეგ, რომელმაც მას თავის დროზე 2018 წელს მხარი დაუჭირა. იმედია, კიდევ უფრო არ გააღრმავებს სალომე ზურაბიშვილი იმ ნაპრალს, რომელიც მასსა და სალომე ზურაბიშვილის შორისაა.

ვერაფერს გეტყვით, იმედი მაქვს, რომ ის ამ ნაბიჯს არ გადადგამს", - თქვა კობახიძემ.

უკრაინა სალომე ზურაბიშვილს მიხეილ სააკაშვილის შეწყალებისკენ მოუწოდებს - უკრაინის რადამ  შესაბამისი რეზოლუცია გუშინ, 14 ივლისს მიიღო

საკანონმდებლო ინიციატივის მიზანია სალომე ზურაბიშვილმა შეიწყალოს უკრაინის მოქალაქე და საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ჰუმანიტარული მიზნით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით.

რეზოლუციის ადრესატები ევროკავშირის სხვადასხვა ქვეყნის პარლამენტებიც არიან.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი