სანქცირებული პროდუქტები საქართველოს იმპორტ-ექსპორტის ჩამონათვალში - საიდან შემოდის და სად გადის საშიში პროდუქცია

გამოქვეყნდა:

საქართველოს იმპორტ-ექსპორტის ოფიციალურ სტატისტიკაში სანქცირებული პროდუქცია შედის. საქართველოში ვიზიტის დროს სანქციების კოალიციის წარმომადგენლებმა საქონლის სწორედ ამ ტიპებზე ისაუბრეს. იმპორტისა და ექსპორტის სტატისტიკა "რადიო თავისუფლებამ" შეისწავლა.

საქმე ეხება იმ 38 ტიპის პროდუქტს, რომლებსაც რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ომში იყენებს და რომლებიც ევროკავშირის, დიდი ბრიტანეთისა და ევროკავშირის განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ არის.

"ევროკავშირიდან და დანარჩენი მსოფლიოდან ამ პროდუქციის იმპორტი მესამე ქვეყნებში მნიშვნელოვნად გაიზარდა [რუსეთის უკრაინაში] შეჭრისა და სანქციების დაწესების შემდეგ, რაც აირეკლება ექსპორტის ზრდაში იმავე მესამე ქვეყნებიდან რუსეთში", - წერია ევროკავშირის სანქციების მე-11 პაკეტის ოფიციალურ დოკუმენტში.

როგორც ოფიციალური სტატისტიკიდან ირკვევა, საქართველომ 2022 წელს $606 700-ის ღირებულების ელექტრონული ინტეგრირებული სქემები იყიდა, ხოლო 2023 წლის მხოლოდ იანვარ-მაისში - $468 900-ის. ჩამონათვალში ასევე ვხვდებით ელექტრონულ სქემებს, აერონავიგაციისა და კოსმოსური ნავიგაციის ინსტრუმენტებს, რადიონავიგაციურ აპარატურას და ა.შ

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის თანახმად, სანქცირებული პროდუქტები საქართველოდან გადის სომხეთში, ყაზახეთში, თურქმენეთში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, უზბეკეთში, თუმცა არა - რუსეთში. 

"კრიტიკული ელექტრონიკა რუსეთში მესამე ქვეყნების გავლით შედის. ეს შეიძლება ამ ქვეყნებში ვიღაცისთვის კარგ ბიზნეს შესაძლებლობად გამოიყურებოდეს, მაგრამ დღეისთვის მათ უკვე უნდა იცოდნენ, რომ ჩვენ ვამბობთ, რომ ამ ნივთების ნაწილი ბრძოლის ველამდე აღწევს. ასე რომ, იქნება ეს ბიზნესის მფლობელი რომელიმე ამ ქვეყანაში, თუ გამყიდველი სადმე სხვაგან, ისინი რულეტს თამაშობენ. მათ შეიძლება იციან, ან შეიძლება არ იციან, რომ სანქციებს არღვევენ", - ეს განცხადება შეერთებული შტატების სანქციების კოორდინატორმა, ჯომ ო'ბრაიანმა გააკეთა.

აღსანიშნავია, რომ მესამე ქვეყნებიდან რუსეთისთვის სანქცირებული პროდუქტების მიწოდების სქემაში აქტიურად სწორედ შუა აზიის ქვეყნებსა და სომხეთზე მიუთითებენ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი