ჩვენი ჩამოსვლის მიზანი 38 დასახელების ელექტრომოწყობილობა იყო - სანქციების კოორდინატორი

გამოქვეყნდა:

გაერთიანებული სამეფოს საგარეო, თანამეგობრობისა და განვითარების საქმეთა ეკონომიკის, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების გენერალური დირექტორი, სანქციების ჯგუფის კოორდინატორი კუმარ აიერი აცხადებს, რომ თბილისში ვიზიტის მიზანი 38 დასახელების ელექტრომოწყობილობის სანქციების გვერდის ავლით შესაძლო ექსპორტზე საუბარი იყო:

"ამ კონკრეტული ჩვენი ჩამოსვლის მიზანი იყო ზუსტად 38 დასახელების ელექტროსაქონელი. ამაზე სასაუბროდ ჩვენ მხოლოდ საქართველოში არ ჩამოვსულვართ. საქართველოდან მივემგზავრებით სომხეთში და ჩვენი ერთობლივი ჯგუფი უკვე თითქმის 5-6 ქვეყანაშია ნამყოფი და კიდევ ბევრგან ვაპირებთ ჩასვლას ამ საკითხზე სასაუბროდ" ამბობს ის.

შეგახსენებთ, სანქციების მთავარი კოორდინატორები უკვე 2 დღეა თბილისში არიან. მათ შეხვედრები გამართეს ხელისუფლების პირველ პირებთან.

იხილეთ ასევე:

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი