რაჭა-ლეჩხუმსა და ცაგერში ჩასულ საქართველოს პრემიერმინისტრს გუშინ, 15 ივლისს იმიტირებული მხარდაჭერისთვის საჯარო მოხელეები დაახვედრეს. სკოლებისა და ბაღების თანამშრომლები, კულტურის სახლისა და ბიბლიოთეკის ხელმძღვანელები მმართველი პარტიის დავალებით, გუშინ პრემიერმინისტრს მშვიდობისთვის მადლობას უხდიდნენ და "ოცნებას" მხარდაჭერას უცხადებდნენ.
რამდენიმე მათგანის იდენტიფიცირება "მთავარმა არხმა" გუშინვე მოახერხა. საჯარო მოხელეების დახვედრა რომ დადგმული იყო, ამას "მთავარი არხის" მორიგი ექსპერიმენტიც ადასტურებს.
"მთავარის" ჟურნალისტი ერთ-ერთ საჯარო მოხელეს, ცაგერის ბაღის გამგეს დაუკავშირდა და უთხრა, რომ 30 ივლისს ცაგერში მმართველი პარტიის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე აპირებს ჩასვლას და საჭიროა "მადლიერი" საჯარო მოხელეების მობილიზება.
მეგი მურცხვალაძემ თქვა, რომ საჯარო მოხელეების დახვერდა პრობლემა არ იქნება.
"სად იქნება შეხვედრა? კი, კი, მე თვითონ ცაგერში ვარ, ცენტრში ვცხოვრობ ვცხოვრობ. არ იქნება [პრობლემა]", - უთხრა "მთავარ არხს" ცაგერი ბაღის გამგემ, მეგი მურცხვალაძემ.