Reuters: კუნძულ ლა პალმაზე ხანძარი უკონტროლო გახდა

გამოქვეყნდა:

ესპანეთში, კუნძულ ლა პალმაზე ხანძარი უკონტროლო გახდა. ინფორმაციას Reuters ავრცელებს. როგორც გამოცემა წერს, ხანძარმა 4,6500 ჰექტარი დააზარალა და სულ მცირე 13 სახლი განადგურდა. ევაკუირებულთა რიცხვი 4 ათასამდე გაიზარდა.

''ადგილობრივი ხალხის მხრიდან გარკვეული წინააღმდეგობა იყო სახლების დატოვების თაობაზე, მაგრამ ხალხს პასუხისმგებლობის აღებისკენ მოვუწოდებ'' - განაცხადა კუნძულის მერმა, ფერნანდო კლავიხომ. 

ხანძრის ლიკვიდირების პროცესს კუნძულისთვის დამახასიათებელი მუდმივი ქარი ართულებს. კუნძულზე 10 საჰაერო ქვედანაყოფი და დაახლოებით 300 მეხანძრეა მობილიზებული. 

შეგახსენებთ, ევროპაში არსებული რეკორდული სიცხის გამო შაბათს, 15 ივლისს, ხანძარი კუნძულ ლა პალმაზე ტყის ტერიტორიაზე გაჩნდა.

ცნობისთვის, ლა პალმა კანარის კუნძულის არქიპელაგის ერთი-ერთი ნაწილია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი