ლუკმა-პურის საშოვნელად ქუჩაში გამოსული ხალხის ცხოვრება ყოველ დღე უფრო და უფრო მძიმდება. უკიდურეს გაჭირვებაში მყოფ მოსახლეობას - ხელისუფლებამ მძიმე ზამთარი უკვე დაუანონსა.
მთავრობა ხალხს ერთჯერად დახმარებას დაჰპირდა, თუმცა ხალხისთვის ეს დახმარება არასაკმარისია. რამდენად სწორად ანაწილებს მთავრობა Covid -19-ის ფონდში გადარიცხულ მილიარდებს. ექსპერტებს პოზიტიური მოლოდინი არ აქვთ.
ოპოზიციაში საუბრობენ, რომ წინა საარჩევნოდ მართველი გუნდი მხოლოდ საკუთარ პოლიტიკურ ინტერესებზე ზრუნავს და ხალხის ბედი არ ადარდებს. ხელისუფლების ოპონენტები გაზრდილ ფასებსა და ინფლაციაზე პასუხისმგებლობას სწორედ მმართველ ძალას აკისრებენ.
ხალხზე ზრუნვის ნაცვლად, ბოლო პერიოდში მთავრობამ ადმინისტრაციული ხარჯები 115 მლნ ლარით გაზარდა და საერთო ჯამში ის 3 მლრდ ლარზე მეტი გახდა.
Covid -19 ის ფონდში ბოლო მონაცემებით 134 მილიონ ლარზე მეტია ჩარიცხული, პარალელურად კი ხალხს ცხოვრება ყოველდღე უძვირდება. ცივ ზამთარს მოსახლეობის უმრავლესობა უკიდურეს გაჭირვებაში შეხვდება.