საგარეოში პოლონეთის საელჩოს წარმომადგენელთან შეხვედრა დასრულდა

გამოქვეყნდა:

საგარეო საქმეთა სამინისტროში პოლონეთის ელჩის მოვალეობის დროებით შემსრულებელთან შეხვედრა დასრულდა. არც ერთ მხარეს მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია. 

პოლონეთის ელჩი უწყებაში "ვივა მედში" მომხდარი ინციდენტის შემდეგ დაიბარეს, თუმცა ის ამჟამად საქართველოში არ იმყოფება, რის გამოც უწყებაში საელჩოს წარმომადგენელი მივიდა.

შეგახსენებთ, 12 ივლისს საქართველოში პოლონელი ექიმები ჩამოვიდნენ, რომლებიც "ვივა მედში" რამდენიმე საათის განმავლობაში ეცნობოდნენ მესამე პრეზიდენტის მდგომარეობას.

14 ივლისს კი სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა განაცხადა, რომ სააკაშვილთან შესული ერთ-ერთი პოლონელი ექიმისგან ადგილი ჰქონდა "გაუგებარ ინციდენტს." კერძოდ, როგორც პენიტენციური ამბობს, სააკაშვილისგან აღებული ნიმუში პოლონელმა ექიმმა გადაახვია ქაღალდში და ფეხსაცმლის მეშვეობით მის მალულად გატანას ცდილობდა. იხილეთ ასევე: 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი