იმედია, მიხეილ სააკაშვილს შესაბამისი მკურნალობა გაეწევა -ჰერჩინსკი

გამოქვეყნდა:

საქართველოში ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის თქმით, მოხარულია, რომ პოლონელ ექიმებს მიხეილ სააკაშვილის ნახვისა და კლინიკა "ვივა მედის" ექიმებთან შეხვედრის შესაძლებლობა ჰქონდათ.

ელჩი იმედოვნებს, რომ მიხეილ სააკაშვილს შესაბამისი სამედიცინო დახმარებას გაუწევენ.

"მოხარული ვარ, რომ პოლონელ ექიმებს მიხეილ სააკაშვილის მონახულების საშუალება მიეცათ. ძალიან კარგია, რომ მათ რამდენიმე საათი გაატარეს პაციენტთან და ასევე ჰქონდათ შესაძლებლობა, რომ შეხვედროდნენ კლინიკა ვივა მედის წარმომადგენლებს. ამ ყველაფერს დრო დასჭირდა, მაგრამ როგორც კი ექიმები საქართველოში ჩამოვიდნენ, ისინი დაუყოვნებლივ და ყველანაირი გართულების გარეშე შეუშვეს კლინიკაში. იმედი მაქვს, ყველაფერი კარგად იქნება და მიხეილ სააკაშვილს გაეწევა შესაბამისი მკურნალობა", - თქვა პაველ ჰერჩინსკიმ.

შეგახსენებთ, 12 ივლისს საქართველოში პოლონელი ექიმები ჩამოვიდნენ, რომლებიც ვივა მედში რამდენიმე საათის განმავლობაში ეცნობოდნენ მესამე პრეზიდენტის მდგომარეობას.

მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით პოლონელ ექიმებს საჯარო განცხადება არ გაუკეთებიათ.

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი