ალბათ სჭირდებოდათ რაღაცების გაყალბება, შემდეგ ამაზეც ააწყობდნენ კამპანიას - კალაძე პოლონელ ექიმებზე

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნების" გენერალური მდივანი, კახა კალაძე ფიქრობს, რომ პოლონელ ექიმებს მიხეილ სააკაშვილის ნიმუშები გაყალბებისთვის სჭირდებოდათ.

ის ამბობს, რომ ექიმებს მესამე პრეზიდენტის გარშემო კამპანიის აგორება სურდათ. 

"იქიდან გამომდინარე, რა კამპანიაც მიმდინარეობს სააკაშვილის ირგვლივ, ძალიან დიდი ალბათობით, სჭირდებოდათ გარკვეული რაღაცების გაყალბება და ამისთვის იყო ეს ყველაფერი გაკეთებული. შემდეგ ამაზეც ააწყობდნენ გარკვეულ კამპანიას. ამ სიბინძურეს ჩვენ უკვე რამდენიმე თვეა ვუყურებთ, რაც ძალიან ცუდია. სააკაშვილის თემის გარშემო რაც ხდება მთელი ამ ხნის განმავლობაში, ეს არის ძალიან დიდი სიცრუე და ფარისევლობა - მისი მოწამვლიდან დაწყებული სიკვდილით დასრულებული", - თქვა კახა კალაძემ.

ცნობისთვის, 14 ივლისს პენიტენციურმა სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ პოლონელ ექიმს კლინიკა "ვივა მედიდან" მიხეილ სააკაშვილის ნიმუშების მალულად გატანის მცდელობა ჰქონდა. დღეს, 17 ივლისს მომხდართან დაკავშირებით საგარეო საქმეთა სამინისტრომ უწყებაში პოლონეთის ელჩის წარმომადგენელი დაიბარა. როგორც საგარეო აცხადებს, პოლონეთის საელჩოს, არ აქვს ინფორმაცია, რატომ გაჰქონდა ექიმს მიხეილ სააკაშვილის ნიმუშები.

მომხდარზე განმარტებები არც პოლონელ ექიმებს გაუკეთებიათ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი