+ბულგარული წიწაკა - ქობულეთში "ოცნება" ისევ ბოსტნეულს არიგებს

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნება" ბოსტნეულის დარიგებას აგრძელებს. ინფორმაციას ამჯერადაც ბონდო თედორაძე ავრცელებს და მისი ინფორმაციით, ფაქტი ამჯერადაც ქობულეთის მუნიციპალიტეტში ხდება​

ცეცხლაურის საბავშვო ბაღის შენობიდან, ქართული ოცნება არიგებს კიტრს, პომიდორს და ბულგარულს :)
#თორნიკერიჟვაძე #ზაალმიქელაძე ბიუჯეტის თანხით ხალხის მოსყიდვა და საარჩევნო პიარი წესად გექცათ?!"
წერს თედორაძე Facebook-ზე და შესაბამის ფოტო და ვიდეომასალასაც ავრცელებს.

შეგახსენებთ, რომ კიტრი, პომიდვრისა და მწვანილის დარიგების პირველი შემთხვევა ქობულეთში 5 აგვისტოს დააფიქსირეს. ინფორმაცია მაშინაც ადგილობრივმა ბონდო თედორაძემ Facebook-ზე გაავრცელა.

მოგვიანებით კი ფაქტი აჭარის "ნაციონალური მოძრაობისა" და "ევროპული საქართველოს" წარმომადგენლებმა დაადასტურეს.

აღსანიშნავია, რომ ამჯერად მენიუ უფრო მრავალფეროვანია და კიტრს, პომიდორსა და მწვანილს ბულგარული წიწაკა დაემატა.

მანამდე კი, 2019 წელს "ქართულმა ოცნებამ" მარნეულში სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს 3 ლიტრი ზეთი, 1 კილოგრამი ბრინჯი და კანფეტები აჩუქა, 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინ კი ადგილობრივებს ხახვი და კარტოფილი დაურიგა.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი