"ჩემი ხედვა მნიშვნელოვნად უკავშირდება თურქეთის და აზერბაიჯანის პოზიციებს" | ნიკა გვარამია მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებაზე

გამოქვეყნდა:

"ჩემი ხედვა მნიშვნელოვნად უკავშირდება თურქეთის და აზერბაიჯანის პოზიციებს", - ამის შესახებ "მთავარი არხის" დამფუძნებელი ნიკა გვარამია წერს და კიევში, "მიხეილ სააკაშვილის თავისუფლების საერთაშორისო მოძრაობას" ეხმაურება.

დღეს კიევში დაფუძნდა „მიხეილ სააკაშვილის თავისუფლების საერთაშორისო მოძრაობა". სიტყვით გამოსვლის შესაძლებლობა მეც მომეცა. მიშას და მისი პატიმრობის შესახებ უკვე ყველაფერი ნათქვამია, სალაპარაკო ახლა უფრო იმაზეა, თუ გამოსავალი რაშია. ამ მიმართულებით ჩემი ხედვა მნიშვნელოვნად უკავშირდება თურქეთის და აზერბაიჯანის პოზიციებს. საქართველოს ხელისუფლებასთან ურთიერთობაში ამ ორი ქვეყნის ეფექტიანობაზე პირადად მე მაღალი წარმოდგენის ვარ, მთავარია სურვილი და მონდომება, - წერს ნიკა გვარამია.

შეგახსენებთ, რომ კიევში "მიხეილ სააკაშვილის თავისუფლების საერთაშორისო  მოძრაობა" დღეს, 18 ივლისს დაფუძნდა - ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ რადას დეპუტატები, უკრაინის სახალხო დამცველი, კიევში ვიზიტით ჩასული ნიკა გვარამია და უკრაინელი უფლებადამცველები.

ღონისძიებაზე მიხეილ სააკაშვილის პატიმრობასა და ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ისაუბრა რადას ფრაქცია  "ხალხის მსახურის" თავმჯდომარემ, დავით არახამიამაც. მისი თქმით, რადაში მიღებული რეზოლუციის მიზანია, მსგავსი მიმართვა საქართველოს ხელისუფლებისადმი სხვა ქვეყნების პარლამენტებმაც მიიღონ. არახამია ფიქრობს, რომ ამ სტრატეგიამ შეიძლება იმუშაოს და საქართველოს ხელისუფლება იძულებული გახდეს, გაათავისუფლოს მიხეილ სააკაშვილი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი