გამოჯანმრთელებული 44 პაციენტიდან ნახევარზე მეტი ავღანეთიდან ჩამოყვანილი სამხედროა - ეზუგბაია

გამოქვეყნდა:

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას თქმით, დღეს, 11 აგვისტოს საქართველოში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული 44 პაციენტიდან ნახევარზე მეტი ავღანეთიდან ჩამოყვანილი სამხედროები არიან. 

ავღანეთში კორონავირუსი 28 ქართველ ჯარისკაცს 10 ივლისს დაუდასტურდა. ისინი საქართველოში 17 ივლისს ჩამოიყვანეს და მკურნალობას გორის სამხედრო ჰოსპიტალში აგრძელებდნენ.

11 აგვისტოს მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 14 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 44 ადამიანი კი გამოჯანმრთელდა.

ბოლო მონაცემებით საქართველოში:

  • კორონავირუსის ინფიცირებულია - 1 264 ადამიანი; 
  • გამოჯანმრთელებულია - 1 054;
  • მათ შორის გარდაცვლილია - 17;
  • კარანტინის რეჟიმში რჩება - 6 930;
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 263,  მათ შორის საქართველოში სამკურნალოდ გადმოყვანილია - 41 პაციენტი.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს გამოვლინდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი