საბერძნეთში, ათენის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში მეორე დღეა ხანძარმა უკონტროლოდ მოიცვა ტყეები და ქალაქები. ცეცხლმა სახლები, ავტომანქანები და ინფრასტრუქტურა გაანადგურა. მოსახლეობა იძულებულია ტერიტორია დატოვოს.
სულ მცირე შვიდი რაიონიდან 300-ზე მეტი მოსახლის ევაკუაცია მოხდა. ცეცხლი ორშაბათს, დერვენოხორიას რეგიონში, ათენიდან ჩრდილოეთით დაახლოებით 30 კმ-ში გაჩნდა და სწრაფად გავრცელდა ქარიანი ამინდის გამო.
ხანძრის ლოკალიზების პროცესში მთელი ღამის განმავლობაში, 250-ზე მეტი მეხანძრე და 75 სახანძრო მანქანა იყო ჩართული. კიდევ ერთი ხანძარი, კორინთის მიდამოში გაჩნდა. მინიმუმ 30 სახლი სერიოზულად დაზიანდა.
საბერძნეთმა ევროკავშირის პარტნიორებს დახმარებისკენ მოუწოდა. იტალიამ და საფრანგეთმა გაგზავნეს Canadair-ის ოთხი თვითმფრინავი და უცხოელი მეხანძრეები ასევე ჩაერთნენ სამაშველო ოპერაციაში.
ასევე ნახეთ: