თუ საქართველოში სააკაშვილის ბოგინის ეპოქა არ განახლდება, არახამიასთვის უინტერესოა ქართულ-უკრაინული ურთიერთობა - სარჯველაძე

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერის, მიხეილ სარჯველაძის მტკიცებით, უკრაინის რადას უმრავლესობის ლიდერი, დავით არახამია საქართველო - უკრაინის ურთიერთობებს მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების ამოცანის შესასრულებლად "წირავს". 

როგორც სარჯველაძე ამტკიცებს, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნა მათი პარტიული ინტერესია და მას არანაირი კავშირი არ აქვს ჰუმანიტარულ მოტივთან.

"არ შეიძლება ასე ხელაღებით რომ ჯერ მოთხოვნა წამოაყენო და შემდეგ ითევზაო არგუმენტებზე. არა სახელმწიფოს, არამედ პარტიული ინტერესი აქვთ, რომ სააკაშვილი განთავისუფლდეს, აი ამ მიზნით იღვწიან და ამას არაფერი აქვთ საერთო ჰუმანიტარულ მოტივაციასთან. 

არსებობს მოცემულობა ქართულ-უკრაინული ურთიერთობა, რომელიც მნიშვნელოვანია, მაგრამ არახამიასთვის უფრო მნიშვნელოვანია, რომ თუ საქართველოში სააკაშვილის ბოგინის ეპოქა არ განახლდება, ამ შემთხვევაში აბსოლუტურად არ აღელვებს და აბსოლუტურად უინტერესოა მისთვის ქართულ-უკრაინული ურთიერთობა. ამიტომ, ის წირავს ქართულ-უკრაინულ ურთიერთობას, მარტო იმისთვის რომ ის გამოყენებული იქნას სამსხვერპლოსთვის როგორც ტარიგი სააკაშვილის გათავისუფლების ამოცანისთვის და ამას აკეთებს შეგნებულად", - ამბობს მიხეილ სარჯველაძე.

შეგახსენებთ, რომ უკრაინაში გუშინ, 18 ივლისს მიხეილ სააკაშვილის თავისუფლების მოძრაობა დაფუძნდა

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი