ქობულეთში 19 წლის ბიჭის მკვლელობის საქმეზე დაკავებული სასულიერო პირი გირაოთი გაათავისუფლეს

გამოქვეყნდა:

ქობულეთში, 19 წლის ბიჭის მკვლელობის საქმეზე დაკავებული სასულიერო პირი გირაოს საფუძველზე გაათავისუფლეს. ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა "ბათუმელები" ავრცელებს. 

სასულიერო პირს გამოძიება მკვლელობის შეუტყობინებლობას ედავება. განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის მკვლელობის შეუტყობინებლობა სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას 3-დან 7 წლამდე ითვალისწინებს. 
სასამართლომ გელა ბეჟუნაიშვილს, იგივე მამა იობს, ბრალი რამდენიმე დღის წინ წარუდგინა.

"ბათუმელები" წერს, რომ მათი წყაროს ცნობით კი, სასულიერო პირს ბათუმის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე ლევან ყოლბაიამ 15 ათას ლარიანი გირაო შეუფარდა და გაათავისუფლა.

დანარჩენი ხუთი ბრალდებული კი, წინასწარ პატიმრობაშია. დაკავებულებს გამოძიება, სასულიერო პირის მსგავსად, დანაშაულის შეუტყობინებლობას, ერთ ბრალდებულს კი, დანაშაულის დაფარვას ედავება. ხუთივე ბრალდებული პატიმრობაში რჩება, სასულიერო პირისგან განსხვავებით.

გამოცემა წერს, რომ ბრალდებული სასულიერო პირი გელა ბაჟუნაიშვილი მკვლელობის საქმეზე მკვლელობაში ბრალდებულის – ა.ბ.-ს ბიძაა. სასულიერო პირს ბრალი თავის ძმასთან ერთად წარუდგინეს: ერთი ძმა პატიმრობაშია, ბრალდებული სასულიერო პირი კი, სასამართლომ გარეთ დატოვა.

ასევე, დაკავებულებს შორისაა ასევე მკვლელობაში ბრალდებული ა. ბ.-ს მამა და კიდევ სამი ახალგაზრდა, ვისთანაც მოკლული ბიჭი მეგობრობდა.

შეგახსენებთ, მკვლელობა ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლეღვაში 18 მაისს მოხდა. 20 წლის გიორგი ალხანიშვილი სტუმრად იმყოფებოდა, რა დროსაც მას შელაპარაკების ნიადაგზე ცივი იარაღით ჭრილობები მიაყენეს, ცხედარი კი ტყის მახლობლად დამარხეს.

ფოტო: "ბათუმელები"

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი