რუსეთში საქართველოს ექსპორტი 2023 წლის 6 თვეში 34%-ით გაიზარდა - მონაცემები

გამოქვეყნდა:

2023 წლის 6 თვეში, საქართველოდან უცხოეთში 3 052.8 მლნ. აშშ დოლარის ღირებულების საქონლის ექსპორტი მოხდა. ეს მაჩვენებელი 19.3%-ითაა გაზრდილი. საქართველოდან ექსპრტის 10%-ზე მეტი რუსეთზე მოდის. საქსპორტო ქვეყნების სიაში ოკუპანტი სახელმწიფო მესამე ადგილზეა სომხეთისა და აზერბაიჯანის შემდეგ.

ჩვენმა ქვეყანამ წელს რუსეთსი 300 მილიონ დოლარზე მეტის ღირებულების საქონელი გაიტანა. ექსპორტი წელს 34%-ით არის გაზრდილი.

საქართველოდან რუსეთში ექსპორტირებული უმსხვილესი სასაქონლო ჯგუფები:

  1. ყურძნის ნატურალური ღვინოები - 81 806.9 მილიონი დოლარი;
  2. მსუბუქი ავტომობილები - 52 513.6  მილიონი დოლარი;
  3. ფეროშენადნობები - 45 353.0  მილიონი დოლარი;
  4. წყლები, მინერალურისა და დაგაზიანებულის ჩათვლით, შაქრის დანამატების შემცველობით - 33 261.0  მილიონი დოლარი;
  5. მინერალური და მტკნარი წყლები, შაქრის დანამატების გარეშე - 32 761.0 მილიონი დოლარი;

რაც შეეხება იმპორტს - საქართველომ წელს რუსეთისგან 927 მილიონი დოლარის ღირებულების საქონელი შეიძინა, ეს მონაცემიც წინა წელთან შედარებით გაზრდილია. საუბარია რეკორდული მოცულობის რუსული საწვავის შეძენაზე, რომლის მაჩვენებელიც წინა წელთან შედარებით 74%-ით გაიზარდა. 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი