გოგი თოფაძის შვილიშვილს ლევან თოფაძეს დღეს გამოკითხავენ

გამოქვეყნდა:

დთეს გოგი თოფაძის შვილიშვილს გამოკითხავენ. ადვოკატის თქმით, ლევან თოფაძეს, სავარაუდოდ, სახლში გამოკითხავენ. რა კითხვები ექნება გამოძიებას, ჯერჯერობით უცნობია. ლევან თოფაძე ხეჩინაშვილის კლინიკიდან 7 აგვისტოს გაწერეს. 

მარტივად სავარაუდოა, რომ ეს შეეხება იმ დაჭრის ფაქტს, დაჭრის მონაწილეებს, რა ვითარებაში მიიღო თოფაძემ დაზიანებები. ოჯახის პოზიცია არის, რომ საქმე უნდა იყოს გამოძიებული ობიექტურად, - ამბობს ადვოკატი გიორგი ანთაძე. 

მისი თქმით, ბუსა ჟვანიასთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდება არა ოჯახის მოთხოვნა, არამედ ბრალდების გადაწყვეტილება იყო. 

შეგახსენებთ, ბიზნესმენის შვილიშვილი ლევან თოფაძე, პრემიერმინისტრ ზურაბ ჟვანიას შვილმა, ბუსა ჟვანიამ, თოფაძეების სახლში ცივი იარაღით დაჭრა. 

დაპირისპირება ბიზნესმენისა და "ოცნების" ყოფილი დეპუტატის, გოგი თოფაძის სახლში 2 აგვისტოს გამთენიისას მოხდა. შსს-მ ზურაბ ჟვანიას შვილი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით დააკავა. დანაშაული 3-დან 6 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი