ლარსის სასაზღვრო პუნქტის თანამშრომლის ერთ კონტაქტს კოვიდ 19 დაუდასტურდა

გამოქვეყნდა:

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვეჯინში მცხოვრები კოვიდინფიცირებული პირის დას ვირუსი დაუდასტურდა - ინფორმაციას დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების ხელმძღვანელი, ნელი ხიზანიშვილი ადასტურებს.

გამოკვლეულ კონტაქტებს შორის ვირუსი მხოლოდ მის დას დაუდასტურდა. ამ წუთებში გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვეჯინში ეპიდემიოლოგთა ჯგუფი მუშაობს. 

ლარსის სასაზღვრო-გამშვები პუნქტის თანამშრომელს, 27 წლის მამაკაცს,  კორონავირუსი ორი დღის წინ დაუდასტურდა. ის სოფელშიტესტის პასუხის გაგებამდე 4 დღის განმავლობაში იმყოფებოდა. მისი ინფიცირების წყარო ჯერჯერობით უცნობია.

დღის, 11 აგვისტოს მონაცემებით ქვეყანაში კოვიდინფიცირებულთა რიცხვი სულ 1264-ია, აქედან გამოჯანმრთელებულია 1054 და გარდაცვლილია 17 ადამიანი. 

შეგახსენებთ, რომ გუშინ, 10 აგვისტოს მესტიაში გართულებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო საკარანტინო ვითარება გამოცხადდა.  

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი