მინსკში პოლიციასთან შეტაკებას 1 ადამიანი ემსხვერპლა, ათობით მძიმედ დაშავდა

გამოქვეყნდა:

მძიმე მდგომაროებაა მინსკში, სადაც პოლიციასთან შეტაკებებს ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ათობით კი მძიმედ დაშავდა. სამართლდამცველებმა აქციის 250-ზე მეტი მონაწილე დააკავა.

პოლიციის ინფორმაციით, აქციის მონაწილეები საჯარო შენობებში შეღწევას და მის ბლოკირებას შეეცადნენ. მთავრობამ მომიტინგეებს სპეცდანიშნულებისა და ეროვნული უსაფრთხოების რაზმები დაუპირისპირა.

შეგახსენებთ, რომ მიტინგები ბელორუსის რამდენიმე ქალაქში, მათ შორის გომელშიც გაიმართა. მოქალაქეები პრეზიდენტის მთავრობის გადადგომას და ახალი, სამართლიანი არჩევნების ჩატარებას მოითხოვენ. ბელორუსში მიმდინარე პროცესებისა და ზეწოლის გამო ქვეყანა დატოვა გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერმა სვეტლანა ტიხანოვსკაიამ და თავი ლიეტუვას შეაფარა.

შეგახსენებთ, რომ საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გამოქვეყნებისთანავე, რომლის მიხედვითაც ქვეყნის პრეზიდენტი ისევ ალექსანდრ ლუკაშენკო გახდა, დედაქალაქში და ქვეყნის სხვა ქალაქებშიც გამოსვლები დაიწყო. ხალხი არჩევნების შედგების გაუქმებას ითხოვს და ამბობენ, რომ ლუკაშენკოს 80%-იანი მხარდაჭერის არ სჯერათ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი