ტყის ხანძრებმა ათენის დასავლეთით ტყეები გაანადგურა. ახლა კი ტემპერატურის მატებაა მოსალოდნელი, - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters ავრცელებს. გამოცემის ცნობით, საბერძნეთის ხელისუფლებამ ოთხ რეგიონის დასახლებას, მათ შორის აგიოს სოტირასის მოსახლეობას ევაკუაციისკენ მოუწოდა.
ქვეყნისოფიციალურ უწყებებზე დაყრდნობით მედია წერს, რომ ამჟამად ტყის ხანძრები ლიკვიდირებულია, თუმცა, მომავალ კვირაში ტემპერატურა სავარაუდოდ 45 გრადუსამდე გაიზრდება.
''ჩვენ წინ ტემპერატურის მატება და შესაძლოა, უფრო ძლიერი ქარი გვაქვს, ამიტომ, უახლოეს დღეებში
აბსოლუტურად ფხიზლად უნდა ვიყოთ", - განაცხადა საბერძნეთის პრემიერმინისტრმა, კირიაკოს მოციტაკისმა.
საბერძნეთის კულტურის სამინისტრომ განაცხადა, რომ ყველა არქეოლოგიური ადგილი, მათ შორის აკროპოლისი, დაიხურება ადგილობრივი დროით 12:00 საატიდან 17:30 საათამდე.
შეგახსენებთ, გასულ დღეებში ათენის დასავლეთით ტყის ხანძრების ჩასაქრობად მობილიზიებული იყო საფრანგეთის, იტალიის და ისრაელის სამაშველო ტექნიკა.