ივანიშვილის ხელისუფლების დამარცხება შეიძლება სწორი ალტერნატიული ცენტრის შექმნით - "ლელო" ალტერნატიული ცენტრის შექმნაზე მუშაობს

გამოქვეყნდა:

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა" და "სტრატეგია აღმაშენებლის" გაერთიანებას "ლელო" , "დროა" და "გირჩი მეტი თავისუფელბა" არ უერთდება. "ლელოში" ამბობენ, რომ 2024 წლის არჩევნებისთვის, მნიშვნელოვანია ალტერნატიული ცენტრის შექმნა, რისთვისაც პარტიას მუშაობა დაწყებული აქვს.

"ლელოს" გენერალური მდივნის, ირაკლი კუპრაძის თქმით, პარტიას კონსულტაციები ექნება სხვა ოპოზიციურ პარტიებთან და თანამშრომლობის ძირითადი წინაპირობა ორპოლუსიანობის დასრულება იქნება.

"ივანიშვილის ხელისუფლება დღეს ამ ქვეყანაში წარმოადგენს რუსულ ინტერესებს და მისი დამარცხება შესაძლებელია სწორი ალტერნატიული ცენტრის შექმნით, რომელიც ჯამურ ოპოზიციურ შედეგს შექმნის, როგორც უმრავლესობას 51%-ზე მეტს.

ამ ქვეყანაში არსებობენ მოქალაქეები, რომლებსაც არ უნდათ არც "ნაციონალური მოძრაობა", არც "ქართული ოცნება" და ცალსახად ციფრები და კვლევები ამაზე მიუთითებს, ეს არის ფაქტი. ამისთვის ამ მოქალაქეების ხმა ქართულ პოლიტიკაში უნდა დავაბრუნოთ, იმ 39 და 34%-სა ვისაც აქვს მიუღებლობა ორი პოლუსის მიმართ. ორპოლუსიანობის დასრულება არის ჩვენი პარტნიორობის ერთ-ერთი მთავარი და ძირითადი მოთხოვნა, რომელის სჭირდება ამ ქვეყნის დემოკრატიას და განვითარებას", - თქვა "ლელოს" გენერალურმა მდივანმა, ირაკლი კუპრაძემ.

"გირჩი-მეტი თავისუფლების" ერთ-ერთმა ლიდერმა, ცოტნე კობერიძემ განაცხადა, რომ მათ, სავარაუდოდ, კონსულტაცვიები ექნებათ "ლელოსთან". იხილეთ: 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი