ანექსირებულ ყირიმში სამხედრო აეროდრომზე დრონებით შეტევა იყო - BAZA

გამოქვეყნდა:

რუსების მიერ დროებით ანექსირებულ ყირიმში სამხედრო ბაზაზე დრონებით შეტევა იყო. ამის შესახებ ინფორმაციას Telegram არხი Baza ავრცელებს. 

როგორც Baza წერს, სამხედრო აეროდრომთან 20 ივლისს 3 უპილოტო საფრენი აპარატი განეიტრალდა.

მათივე ცნობით, ორი დრონი რუსულმა საჰაერო თავდაცვის ძალებმა ჩამოაგდეს, ერთი კი ელექტრონული საბრძოლო საშუალებებით შეაჩერეს. 

ოკუპირებულ ყირიმში აეროდრომების დაბომბვის შესახებ ინფორმაცია გუშინაც გავრცელდა, როგორც უკრაინული მედია წერდა, აფეთქების ხმა ისმოდა ნოვოფედორივკას სამხედრო აეროდრომია და გვარდისკის რეგიონში არსებულ სამხედრო აეროდრომებზე.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი