პუტინის ახალი სამიზნე და მუქარა პოლონეთს | რას და რატომ ედავება კრემლის ლიდერი ოფიციალურ ვარშავას

გამოქვეყნდა:

ვლადიმერ პუტინის მორიგი მუქარა და ახალი სამიზნე. ტერორისტული რეჟიმის ლიდერი ოფიციალურ ვარშავას აფრთხილებს. იმ შემთხვევაში თუ კრემლის მოკავშირე ბელარუსს საფრთხე შეექმნება, რუსეთი მის ხელთ არსებულ ყველა შესაძლებლობას გამოიყენებს პოლონეთის წინააღმდეგ. ახალი საფრთხე პუტინმა ვარშავას მას შემდეგ დაუანონსა, რაც პოლონეთმა ვაგნერის დაჯგუფების წევრთნებს ბალარუსის საზღვართან სამხედრო კონტინგენტის გაძლიერებით უპასუხა.

პუტინმა მუქარა რუსეთის უშიშროების საბჭოს ონლაინ სხდომაზე გაახმაურა. კრემლის რეჟიმის ლიდერმა პარალელურად ბევრი ისაუბრა უკრაინაში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებზე. დაადანაშულა დასავლეთი უკრაინის დახმარებით ომის გაჭიანურებაში და პოლონეთის გეგმებზე ისაუბრა - თითქოსდა ვარშავა ბელარუსის და უკრაინის ტერიტორიების მიტაცებას ცდილობდეს.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი