პუტინი ამტკიცებს, რომ პოლონეთი უკრაინის კონფლიქტში პირდაპირ ჩარევას გეგმავს

გამოქვეყნდა:

რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი ამტკიცებს, რომ პოლონეთი უკრაინის ნაწილის ოკუპაციას გეგმავს. ამის შესახებ მან რუსეთის უშიშროების საბჭოს წევრებთან შეხვედრაზე განაცხადა, თუმცა არ დაუკონკრეტებია რის საფუძველზე ამტკიცებს აღნიშნულს.

"რაც შეეხება პოლონელ ლიდერებს, ისინი ალბათ, ელიან NATO-ს ქოლგის ქვეშ რაიმე სახის კოალიციის შექმნას და უკრაინის კონფლიქტში უშუალოდ ჩარევას, რათა შემდეგ დაიბრუნონ, როგორც თვითონ თვლიან, თავიანთი ისტორიული ტერიტორიები - დღევანდელი დასავლეთ უკრაინა.

დღევანდელი პოლონეთის დასავლეთ ტერიტორიები პოლონელებისთვის სტალინის საჩუქარია. დაავიწყდათ ეს ჩვენს მეგობრებს ვარშავაში? ჩვენ შევახსენებთ", - თქვა პუტინმა.

მსგავსი შინაარსის განცხადება გასულ კვირას რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა მარია ზახაროვამაც გააკეთა -  Al-Jazeera-სთან ინტერვიუში მან თქვა:

"ახლა აშკარაა პოლონეთის სურვილი, შეიჭრას უკრაინის დასავლეთ ნაწილში. სწორედ ამიტომ არ არის უკრაინა NATO-ში მიწვეული", - თქვა მან.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი