უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ოდესაზე რუსების სარაკეტო თავდასხმას Twitter-ზე ეხმაურება და წერს, რომ "რუს ტერორისტებს სამაგიერო მიეზღვებათ."
"რეკეტები მშვიდობიანი ქალაქების წინააღმდეგ, საცხოვრებელი შენობების წინააღმდეგ, ტაძარი... რუსულ ბოროტებას გამართლება ვერ ექნება. როგორც ყოველთვის, ბოროტება დამარცხდება. რუს ტერორისტებს ოდესის გამო სამაგიერო აუცილებლად მიეზღვებათ, ისინი იგრძნობენ შურისძიებას. ყველას, ვინც ამ ბოლო ტერაქტის შედეგად დაზარალდა, დახმარებას უწევენ. მადლობელი ვარ ყველასი ვინც ხალხს ეხმარება და ყველასი, ვინც ფიქრებით და ემოციებით ოდესასთანაა. ჩვენ ამას გადავლახავთ, აღვადგენთ მშვიდობას. ამისთვის კი რუსული ბოროტება უნდა დავამარცხოთ," - წერს ზელენსკი.
შეგახსნებეთ, 22 ივლისის ღამეს რუსმა სამხედროებმა უკრაინის ქალაქ ოდესაზე სარაკეტო იერიში მიიტანეს. თავდასხმის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, 22 დაშავდა. დაშავებულებიდან 14, მათ შორის 3 ბავშვი, კლინიკაშია გადაყვანილი.
ამას გარდა, თავდასხმის შედეგად დაზიანდა ფერისცვალების ისტორიული ტაძარი, დაინგრა ინფრასტრუქტურა და დაზიანდა საცხოვრებელი სახლები.
ამავე თემაზე:
ეს თავდასხმაა გლობალურ საზოგადოებაზე, მოვუწოდებ ყველას, დაგმოს ომის დანაშაული - კულება ოდესაზე