რუსებმა ღამით მიტანილი სარაკეტო იერიშით, იუნესკოს მიერ დაცული ქალაქ ოდესის 25 არქიტექტურული ძეგლი დააზიანეს. მათ შორისაა მე-19 და მე-20 საუკუნეების ნაგებობები.
"რუსებმა მიზანმიმართულად დაუმიზნეს რაკეტები ოდესის ისტორიულ ცენტრს, რომელიც დაცულია იუნესკოს მიერ! ყველაფერს, რაც დიდმა არქიტექტორებმა დიდი შრომით შექმნეს, ახლა არაადამიანები ცინიკურად ანადგურებენ" წერს ოდესის ოლქის სამხედრო ადმინისტრაცია და დაზიანებული შენობების ნაწილის ჩამონათვალს ავრცელებს.
ტერორისტული დანაშაულების დოკუმენტაცია გრძელდება, ადგილზე ექსპერტები მუშაობენ.
შეგახსენებეთ, 22 ივლისის ღამეს რუსმა სამხედროებმა უკრაინის ქალაქ ოდესაზე სარაკეტო იერიში მიიტანეს. თავდასხმის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, 22 დაშავდა. დაშავებულებიდან 14, მათ შორის 3 ბავშვი, კლინიკაშია გადაყვანილი.
იხილეთ ასევე: